იაპონელი პოლკოვნიკი ნაკამურა ჰარაგუჩი მემუარებში ნწერს: “კოშკის ბოლო სართულზე ჩემი ჯარისკაცები ცასაფრებულ მეციხოვნეებს გადააწყდნენ და ფიცხელი ბრძოლა გაუმართეს. მე თვითონ ფარიკაობის ტრფიალად ვთვლიდი თავს და ბევრი ოსტატის ტექნიკას კარგად ვიცნობ , მაგრამ ისეთი ილეთები, როგორსაცის მეციხოვნეები იყენებდნენ , არსად მენახა: ისინი იბრძოდნენ დინჯად, ყურადღებით ადევნებდნენ თვალს მოწინააღმდეგეებს და თანაც ყველა ხელსაყრელ მომენტს იყენებდნენ, რათა ამ უკანასკნელებისთვის სასიკვდილო დარტყმები მიეყენებინათ……. ისინი ნამდვილი ვაჟკაცები იყვნენ…და დღესაც კი როცა ამ სიტყვებს ვწერ, სევდა მიპყრობს, რომ ბედმა მათთან მტრობა მარგუნა და არა მეგობრობა. მერე ისიც გავიგე, რომ ეს საოცარი მეომრები კავკასიიდან იყვნენ”
მაშინდელ რუსულ გაზეტში ეს ამბავი სხვანაირად წერია, თითქოს რუსებმა (ხევსურებმა) ამ ბრძოლაში სამურაები დაამახცხეს დავინმე ლიქოკელსაც ასახელებენ. იაპონელი პოლკოვნიკის ცნობით კი ხევსურები ოთხნი ყოფილან,სამი მოუკლავთ, მეოთხე დაჭრილი ტყვედ აუყვანიათ. პოლკოვნიკის ბრძანებით სამივე მოკლული ხევსური სამხედრო სალუტით დაუმარხიათ ქ. კორსაკოვოში. ტყვედ ახვანილ ხევსურს ბეჟიტა ქერაულს კი უმკურნალეს და ტყვე იაპონელში გაცვალეს.(ბეჟიტა 1915 დაბრუნდა ფრონტიდან. 1937–ში დააპატიმრეს და ციხეში დაიკარგა.) იაპონელის ნაწერები მაია ცისკარაულის გან გავიგე. რუსული ცნობები შ. ნიშნიანიძეს მოუყოლია კობა არაბულისთვის.
Subscribe to:
Comments (Atom)


